ახალი ამბები

ენმ – პანკისის ხეობის სოფლებში ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდება

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე მყოფმა პარტიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის დარღვევაც დააფიქსირეს. 
,,ჩვენს ამომრჩევლებს პანკისის ხეობაში აშინებენ და აშანტაჟებენ. ჩვენმა დამკვირვებლებმა ხეობის საარჩევნო უბნებზე დარღვევებიც დააფიქსირეს. დუისის #26 საარჩევნო უბანზე შეიყვანეს ერთი მოქალაქე, რომელსაც ვადაგასული პირადობით მიაცემინეს ხმა. ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ეს მოქალაქე იმ უბანზე სიაში საერთოდ არ იყო. მას, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქის სახელზე მოაწერინეს ხელი. გარდა ამისა, ჩვენმა დამკვირვებელმა სოფელ ხალაწანის #8 უბანზე დაწერა საჩივარი, რადგან მისვლისას აღმოჩნდა, რომ საარჩევნო კაბინა და ინვენტარი სწორად არ იყო მოწყობილი. ამ ფაქტზე უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა დაწერეს საჩივარი და ჩვენ სათანადო რეაგირებას ველოდებით. შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ გვაქვს ყველა ფაქტზე რეაგირება”,– განუცხადა Knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.