ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ სამხედროს ნინოწმინდაში დაკრძალავენ
შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა“კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.