ახალი ამბები

წნორის კლინიკაში მოთავსებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა სტაბილურია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა ადგილზე უტარდებათ და თბილისში გადმოყვანას არ საჭიროებენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 სამხედრო მოსამსახურე კი ამ დროისთვის თბილისში გადაჰყავთ. მათ მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ. დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოინახულა.