თავდაცვის მინისტრი სოფელ ბოდბესთან მომხდარი ავარიის ადგილზე იმყოფება
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორია დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ეცნობა. მინისტრი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში დაშავებული სამხედროების მონახულებასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარედ, თავდაცვის სამინისტროს კუთნილი ”კამაზის” მარკის ავტომანქანა ამოტრიალდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ჯარისკაცი გარდაიცვალა, სხვები კი დაშავდნენ. დაშავებულთა ნაწილი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, ნაწილი კი – წნორში გადაიყვანეს. ამასთან, რამდენიმე ჯარისკაცი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თბილისში გადმოჰყავთ.