ეკონომიკის მინისტრი კახეთში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კახეთის რეგიონში მეწარმეობის განვითარების კუთხით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს. დიმიტრი ქუმსიშვილმა კახელ მეწარმეებს გააცნო ამ სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.
„ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას – თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი სახელმწიფოსთან ერთად, რა პროგრამებით შეიძლება სარგებლობა და რა პერსპექტივები გვაქვს მომავალში და როგორ უნდა განვითარდეს“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აღნიშნული შეხვედრა ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით ჩატარდა.