დავით სონღულაშვილი – აქტიურად ვითანამშრომლებ ადგილობრივ პროფკავშირებთან დასაქმებულთა უფლებების დაცვისთვის (R)
პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, დამსაქმებლები ხშირ შემთხვევაში არღვევენ დასაქმებულთა უფლებებს. ეს გამოიხატება, როგორც ზეგანაკვეთის ანაზღაურებაში, ასევე კუთვნილი შვებულების გამოყენების შეზღუდვაში. ასევე დამსაქმებლები ვერ უზრუნველყოფენ დასაქმებულთა უსაფრთხოებას, განსაკუთრებით მძიმე ფიზიკური სამუშაოს დროს. მათი თქმით, ასევე დიდი პრობლემაა დაბალი ანაზღაურებაც.
შესატანია კანონში ცვლილებები, რაც პროფესიული კავშირების უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს. ეს პროცესი ხელსშეუწყობს დასაქმებულთა ინტერესების დაცვას. მათი აზრით, შრომის კოდექსის დახვეწაც აუცილებელია.
„ნებისმიერი ადამიანის გაწეული შრომა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. დამსაქმებელიც და დასაქმებულიც კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს და არ უნდა სარგებლობდეს რაიმე სახის უპირატესობით. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი პარლამენტში მუშაობისას სწორედ ეს საკითხი იქნება. პროფკავშირებს უნდა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა კანონმდებლობით, რომ თავიანთი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება შეძლონ. მე აქტიურად ვითანამშრომლებ თქვენთან, რომ შევძლოთ დასაქმებულთა უფლებების დაცვა,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
პროფკავშირების წარმომადგენლების აზრით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობა და ასეთი შეხვედრები, ვინაიდან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები ჩვენთვის. ჩვენი ორგანიზაცია იბრძვის პედაგოგთა უფლებების დაცვაზე. დღეს პედაგოგების საქმიანობა დაუფასებელია და კარგია, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვაანი რეფორმების განხორციელება დააანონსა.ამ დღეებში ვაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს განათლების სამინისტროსთან, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა,“– აღნიშნა საქართველოს პედაგოგთა პროფესიული კავშირების გურჯაანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ესმა არსენიშვილმა.