აბანოს უღელტეხილზე თოვლის საფარის სიმაღლემ 70 სანტიმეტრს გადააჭარბა
როგორც თუშეთის ადმინისტრაციულო ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლმა ლადო კახოიძემ knews.ge-სგანუცხადა, დიდთოვლობის გამო ადგილზე დარჩენილები არიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
„ამჟამად თუშეთში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, რამდენიმე საოჯახო სასტუმროს მეპატრონე და სხვა ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებიან. ისეთი ამინდია, რომ სპეციალური საჰაერო რეისის დანიშვნა შეუძლებელია. აქ დარჩენილია ავტომობილები და ცხვარი, ამიტომ ინტენსიურად ვმუშაობთ პრობლემის მოსაგვარებლად“, – განუცხადა knews.ge-ს ლადო კახოიძემ.