ახალი ამბები

კახეთში მეორე ტურისთვის ემზადებიან

როგორც knews.ge-ს ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილის პიარის სამსახურში განუცხადეს, იგი საარჩევნო კამპანიას ხვალიდან განაგრძობს.

,,არჩევნების მეორე ტურისთვის ვემზადებით და ხვალიდან დავიწყებთ აქტიურ კამპანიას. ჩვეულებრი რეჟიმში გაგრძელდება მოსახლეობასთან შეხვედრები და ყველა ის აქტივობა, როგორც აქამდე ვმუშაობდით”, – განაცხადა ეკა ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო გეგმებს, თელავი-ყვარლის დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

,,პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები და საერთო პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით”, – ამბობს გიორგი ბოტკოველი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს.