ახალი ამბები

გელა სამხარაული – არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ

,,აუცილებლად მოვიგებთ არჩევნებს, რადგან ხალხის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე მშვიდი არჩევნები რაც აქამდე ჩატარებულა საქართველოში”. 
შეგახსენებთ, რომ თელავი–ახმეტისს გაერთიანებულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა ხმების 46% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა შაქრო ტერტერაშვილმა კი 32.27 %. ”საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად, არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან, არაუგვიანეს 25-ე დღისა.