სტატიები

მაჟორიტარების მიერ კანდიდატურების მოხსნის ფაქტები კახეთში

კახეთის რეგიონში 6 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლა 70 მაჟორიტარობის კანდიდატს ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ვითარება არჩევნებამდე 3 კვირით ადრე შეიცვალა, რომელიც დღემდე გრძელდება. დღევანდელი მონაცემების მიხედვით, არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის 63 კანდადატი იბრძოლებს. მაჟრიტარობის შვიდი კანდიდატიდან ხუთს სამომავლო გეგმები შეეცვალა მმართველი ძალის სასარგებლოდ.

ამ მხრივ ლიდერობს პოლიტიკური პარტია ,,თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, რომელმაც 6 მაჟორიტარული ოლქიდან უკვე 3 კანდიდატურა თელავი–ყვარლისა და სიღნაღი–დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქებსა და გურჯაანის ერთმანდატიან ოლქში მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა.

24 წლის ნოდარ ქაჩლიშვილის განცხადებით, მას არ სურს, რომ გურჯაანელებისთვის გაცემული დაპირებები ვერ შეასრულოს და, შესაბამისად, ასპარეზს მმართველის პარტიის დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს უთმობს.

,,არ გვინდა ისე გამოვიდეს, დაპირებები გავცეთ და ვერ შევასრულოთ. მოსახლეობას ვეუბნებით, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში აღდგება სამართლიანობა, რაც დღევანდელმა ხელისფულებამ ვერ მოახერხა,“– განუცხადა knews.ge-ს ნოდარ ქაჩლიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატმა ვასილ კევლიშვილმა. იგი, საკუთარი პოლიტიკურ მოღვაწეობას ,,ირმა ინაშვილი, დავით თარხან–მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციიდან“ განაგრძობს.

,,კანდიდატურა ,,ირმა ინაშვილი, დავით თარხანმოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებულ ოპოზიცია“ თელავიყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიგოჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ მოვხსენი. მიმაჩნია, რომ ერთადერთი ღირსეული და პროფესიული კადრია”, – ამბობს ვასილ კევლიშვილი.

გურჯაანის ოლქში პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი სიმონ ქოჩორაშვილი კი, კანდიდატურის მოხსნას არასრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოებას უკავშირებს. იგი საარჩევნო კამპანიას პარტიული სიით აგრძელებს.

,,გადაწყვეტილება არცერთი კანდიდატის სასარგებლოდ არ მიმიღია. ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, გადაწყვეტილების მიზეზებზე დღეს საუბარი არ მსურს. არ ვაპირებ ჩემი გუნდის დატოვებას, ვრჩები “თავისუფალ დემოკრატებში” წევრად და აღნიშნული ფრაქციის წარმომადგენლად გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. პროპორციულად კი, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელება მოსახლეობასთან შეხვედრა“, – განაცხადა სიმონ ქოჩორაშვილმა.

წინასაარჩევნოთ კანდიდტურების მოხსნის საკითხი ამით არ დასრულებულა. არჩევნებამდე 3 დღით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა პარტია “თოფაძე, მრეწველები – ჩვენი სამშობლოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი შოშიაშვილმაც. მისი განცხადებით, გადაწყევტილება მმართველი პარტიის კანდიდატის დავით სონღულაშვილის სასარგებლოს მიიღო.

„გურჯაანში სავარაუდოდ, იქნება მეორე ტური. ამიტომ, მინდა, რომ შედეგები წინასწარ გავაბათილო და მოვხსნა ჩემი კანდიდატურა დავით სონღულაშვილის სასარგებლოდ. მოვუწოდებ ყველა დანარჩენ კანდიდატებსაც, რომ ნუ დაასხამენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალს და საშუალება მისცენ ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც ნამდვილად შეძლებს თავის გუნდთან ერთად ქალაქის განვითარებას. ვუსურვებ, მან პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგოს არჩევნები, – განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.

პარლამენტის მანდატის მოსაპოვებლად აღარ იბრძოლებს პოლიტიკური ცენტრი „გირჩიდან“ თელავი–ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ მოსიაშვილიც. მისი თქმით, კანდიდატურის მოხსნის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მისი განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა გარკვეული ცვლილებები, რის გამოც პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.

„მინდა გაცნობოთ, რომ გამოვეთიშე საარჩევნო მარათონს. ბოლო დროს შეიცვალა ბევრი რამ, რაც არჩევნებისთვის დამახასიათებელია და მოვიღე პრაგმატული გადაწყვეტილება. ყოველთვის ვცდილობდი, ხმამაღლა დამეცვა თელავის პოზიციები და ყოველთვის ასე იქნება“, – განაცხადა ვახტანგ მოსიაშვილმა.

შეგახსნებეთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე კახეთის რეგიონში მაჟორიტარობის ექვსმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა. რაც შეეხება ოლქებსა და პარტიების წარმომადგენლებს, ასე გამოიყურებიან.

№24 გურჯაანის ერთმანდატიანი ოლქი, სადაც კანდიდატურა სამმა კანდდიატმა მოხსნა. ესენი არიან: ვალერი შოშიაშვილი – ბლოკი „მრეწველები, ჩვენი სამშობლო”; ნოდარ ხაჩიშვილი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის; სიმონ ქოჩორაშვილი – თავისუფალი დემოკრატები; გურჯაანის საკრებულოს წევრი.

რაც შეეხება №27 თელავი/ყვარლის გაერთიანებულ ოლქს, კანდიდატურა მოხსნა სამმა კანდიდატმა. ესენია: ლევან კოჭლოშვილი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის; ვასილ კევლიშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი. პოლიტიკური ცენტრიგირჩი ვახტანგ მოსიაშვილი.

№25 სიღნაღი/დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში კი, კანდიდატურა მოხსნა მამუკა გურაშვილმა, რომელიც წარმოადგენდა პარტიას ,,თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“.