ახალი ამბები

ენმ-ს დღევანდელ აქციაზე კახეთიდან 4500 აქტივისტი თბილისისკენ დაიძრა

როგორც knews.ge-ს პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა განუცხადა, პარტიის მხარდამჭერები კახეთის რვავე რაიონიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე უკვე გაემგზავრნენ. მისივე ინფორმაციით, შეკრებას პარტიის მხარდამჭერები მთელი საქართველოდან დაესწრებიან. 

,,კახეთიდან თბილისის მიმართულებისთ უკვე დაიძრა პარტიის მხარდამჭერთა კოლონები. დღეავნდელ აქციაში, რომელიც ვარდების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება, ჩვენი რეგიონიდან 4500 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას”, – განაცხა გიორგი ბოტკოველმა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიმართავენ, რის შემდეგაც გაიმართება მსვლელობა „ვარდების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირისკენ, რომელიც პარლამენტის შენობასთან დასრულდება.