ახალი ამბები

ბურჯანაძე – კახეთში ეკონომიკური აღმავლობის მთავარი გარანტი რუსეთთან ურთიერთობაა

მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რუსეთთან გაუქმდება სავიზო რეჟიმი და აღდგება დიპლომატირი ურთიერთობები, რაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას გამოიწვევს. 

„ვპირდები კახელებს, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, მართლაც დავალაგებ რუსეთთან ურთიერთობას. ვპირდები იმას, რომ სრულყოფილად გაიხსნება რუსული ბაზარი, რაც გლეხს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მისი მოყვანილი პროდუქცია 100 % -თ გასაღებული იქნას. ეს მისცემს ქვეყანას შესაძლებლობას , რომ განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, აშენდეს გადამამუშავებელი ქარხნები და ეს, რეალურად, გლეხს გააძლიერებს“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და აღნიშნა, რომ კმაყოფილია ამ შეხვედრებით, რადგან კახეთში, ტრადიციულად, პარტიას უამრავი მომხრე ჰყავს. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოქალაქეებს ნათლად ესმით ამ პარტიის დაპირებები და ის, რაც ქვეყნის განვითარებასთან და საგარეო პოლიტიკასთან წინასაარჩევნო პროგრამაშია გათვალისწინებული.