სტატიები

მოდი ვნახოთ ვენახი – მევენახეობა პარტიების პროგრამებში

„ქართული ოცნება–დემოკრა­ტიული საქართველოს“ თელავიჶყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი თელავში ღვინის მუზეუმის გახსნის ინიცია­ტივით გამოდის, რაც მისი შეფასე­ბით, ამ დარგის პოპულარიზაციას გაზრდის. სესიაშვილი ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამის განხორციელების მნიშვნელობა­ზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს პროექტი მევენახეობა–მეღვი­ნეობის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

„საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოწესრიგებისათ­ვის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგ­ში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დაგეგ­მისთვის, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის კონტროლირებისათვის, ზოგადად – მევენახეობა–მეღვი­ნეობის სფეროს რეგულირებისათ­ვის. ვენახების კადასტრი მოიცავს ვენახების ფართობების რეესტრებს, ინფორმაციას ვენახებში გაშენებუ­ლი ვაზის ჯიშობრივი შემადგენლო­ბისა და მდგომარეობის შესახებ“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაო­ბა“ აქტიურ მუშაობას გეგმავს, რათა გლეხს ყურძნის ჩაბარება არ დასჭირდეს და თავად აწარმოოს ღვინო. თელავი–ყვარლის მაჟორი­ტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი ფერმერს გასაღების ბაზრის მოძიებაშიც დახმარებას ჰპირდება.

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით მთა­ვარ პრიორიტეტად დარჩება მეღ­ვიანეობა–მევენახეობა. მე აქტიურად ვიმუშავებ ფერმერებთან, დაინტე­რესებულ პირებთან, რათა გავუწიო ლობირება მთავრობასთან, ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ამ უძველესი კულტურის განვითარებას თელავსა და ყვარელში. ჩვენ აუცი­ლებლად ვიმუშავებთ დამატებითი ბაზრის მოძიებაზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სუბსიდია აღარ იყოს საჭირო“, – აღნიშნავს ბოტკოველი.

მოძრაობის „სახელმწიფო ხალხი­სათვის“ მაჟორიტარი დეპუტატო­ბის კანდიდატი ვანო გალახვარიძე მევენახეობა–მეღვინეობის განვი­თარებისათვის სამი აუცილებელი ღონისძიების განხორციელებას ასახელებს. გალახვარიძე მიიჩნევს, რომ სუბსიდია უნდა გაუქმდეს და ხელისუფლებამ ეს თანხა სხვა მიმართულებებზე უნდა გადაანაწი­ლოს.

„მევენახეობა–მეღვინეობის დარგში სახელმწიფომ უნდა შეწყ­ვიტოს სუბსიდირება. ამ თანხით აუცილებლად რამდენიმე მნიშვნე­ლოვანი ღონისძიება უნდა გატარ­დეს. შხამ–ქიმიკატების ხარისხზე მაქსიმალური კონტროლი უნდა დაწესდეს. ადრე თუ დაახლოებით 6–ჯერ იწამლებოდა ვენახი, წელს გლეხებმა 15–ჯერ მოწამლეს. ეს უხარისხო შხა–ქიმიკატების ბრა­ლია. ასევე პრობლემაა ის, რომ შხამ–ქიმიკატების შემოტანაზე რამ­დენიმე კომპანიას აქვს მონოპოლია. ამ მხრივ უნდა შეიქმნას ანტიმონო­პოლიური სამსახური, რომელიც ამ პროცესს გააკონტროლებს. შედეგად მათი ღირებულება შემცირდება, რადგან ბევრი კომპანია დაიწყებს შხამ–ქიმიკატების გაყიდვას. სუბ­სიდირების გაუქმების შედეგად გათავისუფლებული თანხის ნაწი­ლით სახელმწიფომ უნდა შემოი­ყვანოს ტექნიკა, რომელიც შესაბა­მის სამუშაოებს შეასრულებს. ეს ორი ღონისძიება ყურძნის მოყვანის თვითღირებულებას დაახლოებით ორჯერ შეამცირებს. გარდა ამისა, ფერმერს უნდა ჰქონდეს მაქსიმალუ­რი შესაძლებლობა, გაეცნოს უცხო ქვეყანაში საოჯახო მეურნეობების მიერ ღვინის წარმოების პროცესს. ეს ხელს შეუწყობს საოჯახო ბრენდების ჩამოყალიბებას. აუცილებელია, ჩატარდეს ღვინის ფესტივალები, სა­დაც ძირითადად მონაწილეობას მიი­ღებენ მცირე მეწარმეები, უცხოელი ინვესტორები და ბიზნესმენები, რომლებიც გაიცნობენ გლეხების მიერ წარმოებულ ღვინოს“, – ამბობს გალახვარიძე.

„ეროვნულ ფორუმში“ კი მევენეხეო­ბა–მეღვინეობის განვითარების ერთჶერთ მთავარ წინაპირობად ბიზნესის პოლიტიკისგან გამიჯვნას მიიჩნევენ. პარტიის მაჟორიტარ–დეპუტატობის კანდიდატი გელა გელაშვილი ფიქრობს, რომ სახელ­მწიფომ უნდა განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები და აწარ­მოოს სწორი ეკონომიკური პოლი­ტიკა, რათა ქართული ღვინო ნების­მიერი ქვეყნის ბაზარზე გაიყიდოს. მისი აზრით, ასევე, აუცილებელია რამდენიმე სახელმწიფო საწარმო გაიხსნას, რის შედეგადაც დარეგუ­ლირდება ყურძნის ჩასაბარებელ ფასი და ამ მხრივ მევენახეს ალტრ­ნატივაც გაუჩნდება

„სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გახსნას რამდენიმე მძლავრი ქარხანა. ეს გაუჩენს გლეხს იმის ალტერნა­ტივას, რომ პროდუქცია წაიღოს სხვაგან. ეს დაარეგულირებს ფასს და გლეხისთვის იქნება ერთგვარი სტიმული. ყურძნის ჩასაბარებელი ფასი შედარებით მაღალი იქნება. გარდა ამისა, ბიზნესი უნდა გაიმი­ჯნოს პოლიტიკისგან. პოლიტიკუ­რად საფრანგეთსა და იტალიას დაძაბული ურთიერთობა აქვთ რუსეთთან, მაგრამ ეს ქვეყანა არის მათი პროდუქციის გასაღების ძირი­თადი ბაზარი. ამ კუთხით აქტიურად უნდა ვიმუშავოთ. არ ვამბობ, რომ ეს იქნება ადვილი, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული ღვინის რეალიზაციისათვის ყველა­ფერი უნდა გავაკეთოთ“, – ამბობს გელაშვილი.

წლევანდელ რთველს მევენახეები კვლავ უარყოფითად აფასებენ და ყურძნის ჩასაბარებელი ფასით ისევ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ისინი მიუთითებენ, რომ ყურძენს იძულებით აბარებენ, რადგან ღვი­ნის რეალიზაცია უჭირთ. მცირე მეწარმეები სახელმწიფოს ღვინის წარმოებასა და ბაზრის მოძიებაში დახმარებას სთხოვენ. ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესება, ქარ­თული ღვინოების დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე უნდა იქცეს მევენახეობა–მეღვინეობის განვი­თარების სტრატეგიულ მიმართუ­ლებად, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.

 

სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.