მრეწველების დეპუტატობის კანდიდატი–ყარაჯალაში მთავარი პრობლემა სასმელი წყლით მომარაგებაა
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად დაიწყებს მუშაობას.
,,ყარაჯალაში პრობლემები არის ძალიან ბევრი, განსაკუთრებით მწვავედ დგას წყლის პრობლემა, ასევე დაზიანებულის გზები, არ არის მოწესრიგებული ნაგავსაყრელები და სამელიორაციო სისტემა. შეხვედრებზე ხალხი ამ პრობლმების მოვარებას მთხოვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პარლამეტში მოსვლა, რომ ამ საკითხებს ლობირება გავუწიო და თანხა გამოყოს ხელისუფლებამ მათ მოსაგვარებლად. ეს პრობლემები არა მარტო ყარაჯალაში, არამედ არის სხვა სოფლებშიც, სადაც მე შეხვედრებს ვმართავ. უკვე 54 სოფელი მაქვს შემოვლილი და პრობლემები ყველგან ერთია. გამარჯვების შემთხევაში ჩემი პირველი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტში დავაყენებ, იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარება, რომ მეტი ფული შემოვიდეს სოფელში”, – განუცხადა knews.ge-ს ნუგზარ ბეჯანოვმა.
ადგილობრივები, ასევე, ჩივიან სამელიორაციო სისტემის არარსებობაზეც, რის გამოც ისინი მოსავალს ვერ იღებენ. დეპუტატობის კანდიდატის ყარაჯლელებს ჰპირდება, რომ ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.
“ყარაჯალაში მიწის დამუშავების მხრივაც სერიოზული პრობლემებია. მიწები მოსახნავია, რადგან მელიორაციის სისტემაა გაუმართავი. პირველი პრობლემა გლეხისთვის დამუშავებულ ადგილამდე წყლის მიყვანაა. ამ პრობლემის მოგვარებით ხელი შეეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარებას და მე ამ კუთხით დავიწყებ მუშაობას”, – აღნიშნა ბეჟანოვმა.