სოფელ კალაურის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს
ადგილობრივების განცხადებით, 20 წელზე მეტია სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
,,ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გურჯაანის ახალი მაჟორიტარი დეპუტატი მაინც მოაგვარებს სოფლების პრობლემებს. ვინც აქამდე ხელისუფლებაში იყო, არაფერი გააკეთა ხალხისთვის და სოფელსაც არაფერი დაეტყო“,– განაცხადა სოფელ კალაურში მცხოვრებმა დალი ხაბაზიშვილმა.
პოლიტიკური მოძრაობიდან ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხაზიურის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას სოფელ კალაურში არსებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. მისივე თქმით, პარტიას აქვს პრობლემების მოგვარების რეალური გეგმა.
,,მოსახლეობას პრინციპული და ნდობით აღჭურვილი დეპუტატი ჭირდება, ვინც მათ გასაჭირს გულთან მიიტანს და ლობირებას გაუწევს. დაწვრილებით ვისაუბრეთ ყურძნის დაბალ ფასზე, არაჯანსაღ კონკურენციაზე ბიზნესმენებსა და ქარხნებს შორის, სადაზღვევო კომპანიების გარიგებაზე სახელმწიფო ინსტიტუტებთან, კორუფციულ გარიგებებზე ტენდერების დროს და სხვა მწვავე პრობლემებზე“, – განაცხადა გიორგი ხაზიურმა.