“პატრიოტთა ალიანსმა“ კახეთის 3 ქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
პარტიის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა გურჯაანის 24-ე საარჩევნო ოლქში ნათია გიორგაძის კანდიდატურა დაასახელა, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით როსეფაშვილი წარადგინა. საგარჯოში კი პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი იყრის კენჭს.
,,ყველა ჩვენი დეპუტატობის კანდიდატი ღირსეულია, მათ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ”, – განაცხადა თარხან-მოურავმა.