ცესკო-ში პარტიების საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ხვალ იწურება
საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. შესაბამისად, ხვალ სიების წარდგენის ბოლო ვადაა.
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.