წნორში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მოკრივეები თურქეთიდან,სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. გამარჯვებული 1000 ლარით დაჯილდოვდება. სპორტულ ორთაბრძოლაში, რომელიც 18 საათზე დაიწყება, ქალებიც მიიღებენ მონაწილეობას.