დავით სონღულაშვილი – ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია
სონღულაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობის გაძლიერება, გზის, წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტოენერგიის პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდებისთვის პირობების გაუმჯობესება, ხელმისაწვდომი განათლება და უმუშევრობის დაძლევა.
„ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი სოფელი, უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა თითოეულმა ადამიანმა შეძლოს თვითრეალიზაცია. სოფელში აღარ უნდა იყოს ელემენტარული პირობები მოუწესრიგებელი, როგორიცაა გზა, წყალი და გაზი. ღრმად ვარ დარწმუნებული, ერთად დგომით ბევრ სარგებელს მოვუტანთ სოფელსაც და ქვეყანასაც“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, პარტიის პროგრამაში იგრძნობა ის, რაც თითოეულ სოფელს და ადამიანს აწუხებს.
,,ვისაუბრეთ საარჩევნო პროგრამასა და სამუშაო გეგმების შესახებ. მას, სოფლის განვითარების შესაბამისი ხედვა აქვს, სადაც ნათლად არის გაანალიზებული მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პრობლემა“,–განაცხადეს ვეჯინის მცხოვრებლებმა.
დეპუტატობის კანდიდატი მომდევნო დღეების განმავლობაში საარჩევნო პროგრამას ძირკოკის, ჭანდარის, სოფელ გურჯაანის მოსახლეობას და ქალაქ გურჯაანის მუსიკალური სკოლის პედაგოგებს გააცნობს.