ახალი ამბები

კვირიკაშვილი – პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იქნება

გიორგი კვირიკაშვილმა აღნისნა, რომ მთავრობას ასევე კონკრეტული გეგმა აქვს, როგორ უნდა შეუწყოს ხელი კერძო სექტორს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მცირე სასტუმროების წასახალისებელი პროგრამაზე – „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც, პრემიერის ინფორმაციით, მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. 
გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მასწავლებელი უფრო დაფასებულია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთიან რეგიონებს, მოქმედებს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც პედაგოგები, ექიმები, ექთნები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეღავათებით სარგებლობენ.
მთავრობის მეთაურმა ამომრჩევლებთან შეხვედრა ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებშიც გამართა და ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. ახმეტისა და თელავის გაერთიანებულ ოქლში კენჭს იყრის პარლამენტის მოქმედი წევრი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ხოლო ლაგოდეხი-ყვარლის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილია, რომელსაც შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა უკავია.