ახალი ამბები

პრემიერი – ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდება უმაღლესი განათლების სისტემაში

გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ ყურადღება გამახვილდება და სახელმწიფო რესურსი დაიხარჯება უფრო მოთხოვნად სპეციალობებზე, რათა ადამიანი უმაღლესი განათლების მიღებისთანავე დასაქმდეს. მთავრობის მეთაურმა, ასევე, ისაუბრა პროფესიული გადამხადების პროგრამების განხორციელებაზეც. 

„ჩვენ გვექნება პროფესიული გადამზადების პროგრამები არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველასთვის. ჩვენ არც ერთი ადამიანის რესურსი არ უნდა დავკარგოთ, არც ახალგაზრდის, არც შუახნის ადამიანების და არც ხნიერების“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ყვარელში მოსახლეობასთან შეხვედრაზე, სადაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თელავისა და ყვარლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი წარადგინა. 

კვირიკაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრა ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებშიც გამართა და მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. ახმეტაში კენჭს იყრის პარლამენტის წევრი, თელავის მაჟორიტარი მოქმედი დეპუტატი გელა სამხარაული, ხოლო ლაგოდეხი-ყვარლის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილია, რომელსაც შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა უკავია.