ახალი ამბები

თესაუში პირველკურსელთა რეგისტრაცია 5 სექტემბრიდან დაიწყება

როგორც knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო კახაშვილმა განუცხადა, პირველკურსელმა სტუდენტმა რეგისტრაციისთვის უნდა წარადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; წვევამდელის მოწმობა და ასლი (ვაჟებისათვის); საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ატესტატი), 3 ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
რეგისტრაცია იწარმოებს თესაუს I კორპუსში II სართულზე 10-დან 17 საათამდე.