შენი ხმა გადამწყვეტია – თელავში აქცია ჩატარდება
აქციის მონაწილეები მოსახლეობას არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
,,ვისაუბრებთ ზოგადად არჩევნებსი შესახებ თუ რატომ უნდა მიიღოს მოქალაქემ მონაწილეობა და რატომ არის ერთი ხმა გადამწყვეტი. ასევე, ვისაუბრებთ თუ რა შედეგს მოიტანს ქალთა აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში და მათი მონაწილეობის გაზრდა რატომ არის მნიშნელოვანი”,–განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივებს დაურიგდებათ საინფორმაციო ფურცელები და ქალაქის ტერიტორიაზე გაიკვრება სტიკერები.
პროექტს “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის”, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორიცელებს.
პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებით ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ზრდას.