ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სასტუმრო გაიხსნა
,,ვიზიტორებს საშულება აქვთ სტანდარტული, ლუქსის და ჰოსტელის ტიპის ოთახებში განთავსდნენ. სასტუმროში გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის ადაპტირებული ნომერიც. სასტუმრო 15-წლიანი იჯარით გაიცა და მასში 5 ადამიანი დასაქმდა. შენობაში მოეწყო ღია და დახურული კაფეები. ვიზიტორთა ცენტრთან მოეწყო საპიკნიკე ადგილიც”,-განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.
სამშენებლო სამუშაოები „ფონდი ქართუს“ და „კავკასიის ბუნების ფონდის“ დაფინანსებით ჩატარდა და მასზე 350 000 ლარამდე დაიხარჯა.