რადიო ჰერეთს 18 წელი შეუსრულდა
ორგანიზაციის დირექტორის რამაზ სამხარაძეს განცხადებით, დღეს კომპანია 2 რადიოსადგურით ოპერირებს: ქ. ლაგოდეხიდან კახეთის რეგიონსა და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში რადიო ჰერეთი FM102.8 , დედაქალაქსა და მის შემოგარენში რადიო თბილისი FM93.5, რომელიც გასული წლის 1 სექტემბერს გაეშვა სამაუწყებლო სივრცეში.
,,ვყიდით რეკლამას და არა ახალ ამბებს”, “რადიო იწყება ჩვენით”, “ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე”- ეს ჩვენი რადიოსადგურების სლოგანებია, რომელიც სხვადასხვა წლებში მთელ ისტორიებს აერთიანებს. “ჰერეთის” დამფუძნებლებს ურთულეს პირობებში უწევდათ დამოუკიდებელი რადიოსადგურის შექმნა და განვითარება, თუმცა რადიოს თანამშრომელთა გუნდურობამ და მსმენელში პოპულარობამ “ჰერეთი” განვთარების ახალ ეტაპებზე გადაიყვანა.
რადიო “ჰერეთი” საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული რადიოსადგურია. მიუკერძოებელი საინფორმაციო პოლიტიკა,ნდობის მაღალი რეიტინგი, მუდმივი ინოვაციურობა და მზარდი განვითარება, ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე “ჰერეთის” მდგრადი სამაუწყებლო პოლიტიკის და შეუპოვარი გუნდის მიღწევაა”-განაცხადა სამხარაძემ.
,,კახეთის ხმის” რედაქცია სამაუწყებლო კომპანია ,,ჰერეთს“ ულოცავს 18 წლის იუბილეს და წარმატებას უსურვებს.
რადიო ,,ჰერეთის” ფოტოები