მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს, სამი მოსამართლის განცხადებას ეხმაურება (R)
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს, სამიმოსამართლის უკანასკნელ განცხადებას ეხმაურება. „უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ველოდებით ბატონ გიორგიპაპუაშვილისგან, პასუხს იმ კითხვებზე რა კითხვებიც დაისვა და რაზეც საზოგადოებას პასუხი აინტერესებს. მის მაგივრადპასუხი გასცა სამმა მოსამართლემ, მათ ბოლო განცხადებაში დააზუსტეს, რომ ადგილი ქონდა სარჩელების არა შეცვლას, არამედელექტრონული ვერსიის წინასწარ დარიგებას, რომ მოსამართლეები საწრაფად გაცნობოდნენ საქმეს, ამაზე ალბათ კომენტარიცზედმეტია და დამეთანხმებით რომ ეს არის თავის მართლების ყველაზე ცუდი ვერსია. მდინარაძის თქმით
„ჩვენს მიერ მოძიებული იქნა პრეცედენტები ევროპის და დასავლეთის წამყვან ქვეყნებში მსგავსი პრეცედენტები, მსგავსინორმების და ნორმატიული შინაარსის გაუქმებასთან დაკავშირებით პრაკტიკულად არ არსებობს. ყველაფერი ეს, უპასუხობა ამკითხვებზე, ბადებს ძალიან საფუძვლიან ეჭვს ამ კონკრეტული საქმეების ლობირების. ეს მიგვიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ერთდასკვნამდე რომ “ნაც. მოძრაობამ” დაკარგა კონტროლი სასამართლო სისტემაზე. კრახით დასრულდა მათ მიერ დაგეგმილიღონისძიება, რომელსაც პირობითად ერქვა როგორც ჩანს საკონცტიტუციო გადატრიალება თუ რეოლუცია და ბოლოდროინდელიგანცხადებები დაპოზიციები მიანიშნებენ იმაზე, რომ ისინი არიან პოლიტიკურ აგონიაში და აქედან გამომდინარე, ყველაზემწვავე და კრიტიკულ შეკითხვებს არ სცემენ პასუხს, რომელზეც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოებას აინტერესებს პასუხიდა ეს კითხვები უპასუხოდ რჩება”. აცხადებს „ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე
შენიშვნა: პოლიტიკური რეკლამა აღნიშნულია (R) ნიშნით