მთა-თუშეთში მეცხვარის დღე აღინიშნება
ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს თუშური ტრადიციების და წესჩვეულებების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ. დღესვე გაიმართება დოღი და სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები. დასახელდება საუკეთესო თუში მეცხვარეც და მომზადდება ტრადიციული თუშური კერძები. ასევე მოეწყობა ხალხური რეწვის უძველესი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.დღევანდელ ღონისძიებებს ფოლკლორული კონცერტი დაასრულებს. თუშეთობის სახალხო დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსაც ელოდებიან. მეცხვარის დღე მთა-თუშეთში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება და ის ყოველწლიურად სოფელ ომალოში, აგვისტოს თვეში იმართება.