საარჩევნო განვითარების სკოლებში სწავლება დასრულდა
კურსი გაკუთნილი იყო 18–დან 24 წლამდე ახალგაზრდებისთის. თელავში აღნიშნული სასწავლო კურსები 25 ახალგაზრდამ გაიარა.
„სკოლაში სწავლება 25 ივლისს დაიწყო, რომლის მიზანია არჩევნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტიურობის გაზრდა, მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ვფიქრობ, ახალგაზრდების ინტერესმა და მოსაზრებებმა დაგვანახა, რომ სკოლამ თავისი ფუნქცია კარგად შეასრულა. საარჩევნო განვითარების სკოლის კურსები, სადაც სასწავლო კურსი 450-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა, წარმატებით დასრულდა,“–განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მიისვე ინფორმაციით, ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ისეთ საკითებს, როგორიცაა საარჩევნო სისტემები, ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.
,,ცესკო პროექტის გაფართოებას გეგმავს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს, რათა მაქსიმალურად მოხდეს ახალგაზრდების მომზადება და ინფორმირება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით”,–განაცხადა ჟვანიამ.
სასწავლო კურსები „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა.