ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარი გამოიყო
,,ჩვენი ამოცანაა, ავამოძრაოთ ქვეყნის ეკონომიკა რაც ჩვენი სწრაფი განვითარების საფუძველია. წელს კახეთში ყურძენს 100–მდე ღვინის ქარხანა ჩაიბარებს”,–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე.
შეგახსენებთ, რომ რთველი 2016 – ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება წელსაც განხორციელდება. სახელმწიფოს მიერ სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე განისაზღვრა 45 თეთრით, 1 კგ საფერავზე – 20 თეთრით, 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 2 ლარით.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგმა ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. მას სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება სუბსიდიის სახით აღარ უნდა დასჭირდეს.
,,ჩვენი თვითმიზანია გამოვიდეთ სუფსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. დღეს დარგს ხელშეწყობა სჭირდება. მნიშვნელოვანია როგორც მევენახეების, ასევე მწარმოებელთა ინტერესების გათვალისწინება”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.