ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი თელაველებს ხვდება

გადაკეტილია ქალაქ თელავის ყველა ცენტრალური ქუჩა, არ მოძრაობს ტრანსპორტი, სცენა ქალაქის ცენტრში,  ღვთისმშობლის ეკლესიის წინ, ჩოლოყაშვილის ქუჩის დასაწყისშია დამონტაჟებული. შეკრებილთა შორის არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. მთავრობის მაღალჩინოსნები. ადგილობრივი თვითმმართველობის, მუნიციპალიტეტის გამგებლები და მერები, საჯარო პირები, პედაგოგები. მთავრობის წევრები: მინისტრები: კახი კალაძე, დავით სეერგენკო და სოზარ სუბარი. შეხვედრაზე იმყოფება კახეთის გუბერნატორიც, სავარაუდოდ, კახეთში ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი შიოლაშვილი იქნება წარდგენილი. 
თავდაპირველად შეკრებილებს მსახიობმა ბესო ბერულაშვილმა მიმართა. კონცერტი  ამ წუთებში დაიწყო.
კახეთის  საარჩევნო ოლქებში „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო სიის ოფიციალური წარდგენის ოფიციალური ნაწილი  უკვე დაიწყო. ინფორმაციას უახლოეს მასალებში მოგაწვდით.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. უსაფრთხოება მაქსიმალურად არის დაცული