ახალი ამბები

თელავის გენდერის მედიაცენტრში ახალგაზრდებისთვის ტრეინინგი ჩატარდება

ტრენინგი პროექტის ,,შენი ხმა გადამწყვეტია, ხმა მიეცი თანასწორობას“ ფარგლებში გაიმართება. ტრენინგის ამოცანაა ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა ქალების პოლიტიკაში ჩართვის მნიშვნელობაზე. 

 ტრენინგის შემდეგ ახალგაზრდებს  შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში მოხალისეებად და მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიებში.

პროექტს ,,შენი ხმა გადამწყვეტია, ხმა მიეცი თანასწორობას” ახორციელებს ა/ო ,,ჟურნალისტთა ქსელიგენდერული თანასწორობისთვის” თელავის გენდერის მედიაცენტრთან  ერთად, საარჩევნო სისტემებისგანვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით. 

პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერებისამაღლებით ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას და არჩევნებშიქალთა მონაწილეობის ზრდას. ტრეინინგი 7 აგვისტოს, 13-დან 16 საათამდე ჩატარდება.