ახალი ამბები

ნატოს სამეკავშირეო ოფისში ჟურნალისტებისთვის საზაფხულო სემინარი გაიმართა

სემინარებში მონაწილეობა მიიღეს ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონ-ლაინ მედიის ჟურნალისტებმა. ორი დღის მანძილზე საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს ნატოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია. შეხვედრის ძირითადი თემატიკას წარმოადგენდა ისეთი საკითხები როგორიცაა  ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პრინციპები, გაფართოების პოლიტიკა, პარტნიორობის პოლიტიკა და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

,,მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამ დრომდე არ აქვს მაპი (ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა), გააჩნია ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ განაგრძოს სვლა ამ გზაზე“,–აღინიშნა შეხვედრებზე.

სემინარები ჩაატარეს ნატოს  სამეკავშირეო ოფისისა და სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლებმა,  ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა.

ნატოს საზაფხულო სემინარები ტარდება საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში რუმინეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო), საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამსახურისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით.

საზაფხულო სკოლის დასასრულს, სემინარების მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ფოტო – თაკო სურგულაძე