www.partiebi.ge–ზე პოლიტიკური პარტიების პროგრამები განთავსდება
როგორც Knews.ge-ს თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ შარვაშიძემ განუვცხადა, ვებ-გვერდის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკურ პარტიებს შორის ინფორმირებულ, ხარისხიან დისკუსიას.
„პროექტის განხორციელებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ არჩევნებში მონაწილე პარტიებს, თავიანთი ხედვები საზოგადოებას მიაწოდონ მოსახერხებელი ფორმით. ჩვენს ორგანიზაციას ამ ეტაპზე პარტიებთან გადაგზავნილი აქვს კითხვარი, სადაც ორგანიხზაციებს ჩვენი თხოვნით მოუწევთ, პასუხი გასცენ 25 კითხვას. რა თქმა უნდა კითხვების შინაარსი განსხვავებულია და მასში შედის, როგორც პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ისე ეკონომიკური საკითხები. პარტიები უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით და თვის ბოლოს უკვე მოგვაწვდიან შესაბამის პასუხებს. სექტემბრის შუა რიცხვებშიwww.partiebi.ge–ზე უკვე განთავსდება პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები და ამომრჩეველს ექნება იმის შესაძლბლობა, ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პროგრამები თემატურად სხვადასხვა თემაზე და ამის შემდეგ გააკეთოს არჩევანი“, –განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვასიძემ
შეგახსენებთ, რომ ვებ–გვერდი საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.