დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაცია გრძელდება
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანი სახლებისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება, კერძოდ, იმ ციხე-სიმაგრის ტიპის საცხოვრებელი სახლებისთვის, რომლებიც თავისი უნიკალური და გამორჩეული არქიტექტურიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესის საგანია.
,,მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კახეთის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და სოფელი დართლო დამთვალიერებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება”, – განაცხადა საქართველოს რეგიონალური გაანვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. მისი ღირებულება 1,344.102.47 ლარია.