ახალი ამბები

განათლების მინისტრი კახეთში მასწავლებლებს შეხვდა

ალექსანდრე ჯეჯელავამ შეხვედრა გამართა საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მასწავლებლებთან.
”შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების ბევრ მნიშვნელოვან თემას. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და იმ ინიციატივებზე, რაც სკოლას უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის როგორც მოსწავლეებისთვის ისე, მასწავლებლებისთვის”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.