თელავში საიდუმლო გვირაბების კვლევა დაიწყო
თელავის ქვეშ გამავალი საიდუმლო გვირაბების შესახებ ქალაქის ისტორიის ფურცლებს ცნობები თითქმის არ შემოუნახავს. თელავში საუკუნეების წინ მიწისქვეშა ქალაქი არსებობდა.
არქეოლოგ ნიკა თუშაბრამიშვილის განცხადებით, გვირაბების გარკვეული ნაწილის გასუფთავების შემდეგ რამდენიმე სამშენებლო დონე აღმოჩნდა.
,,გვირაბების კვლევის მიზნით გათხრითი სამუშაოები დავიწყეთ. პირველ რიგში, გვაინტერეს გვირაბი სადამდე მიდის. გვირაბის ტერიტორიაზე გარკვეული მონაკვეთის გასუფთავების შედეგად აღმოჩნდა კედლების ისეთი წყობა, რომელიც თელავში არ არის. სავარაუდოდ, ამას აქვს გაგრძელება რამდენიმე მიმართულებით. გვირაბი ერთ–ერთი დეტალია, რომელსაც ახლო მომავალში გავარკვევთ რა ფუნქცია ქონდა”, – განცხადა თუშაბრამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ knews.ge-მ საიდუმლო გვირაბების შესახებ რეპორტაჟი გასულ წელს მოამზადა.