თელავში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ორგანიზაციის – ,,ვიზგი” წარმომადგენლის ქეთი ბახტაძეს განცხადებით, ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის სამართლებრივი მხარდაჭერა და ადვოკატირების გაწევა დისკრიმინაციის შედეგად დაზარალებული პირების მიმართ.
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონის მასშტაბით მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები. შეხვედრის მიზანია მოქმედი საკანონმდებლო ნორმების განმარტება, სფეროში მოღვაწე სახელმწიფო და სხვა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების როლის განსაზღვრა, მოქმედი საკანონმდებლო ნორმების განმარტება, სფეროში მოღვაწე სახელმწიფო და სხვა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების როლის განსაზღვრა. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დადგინდეს რა არის დისკრიმინაცია და რა საშუალებები არსებობს მისგან თავის დასაცავად. ძალიან ხშირად სიძულვილის ენის გამოყენება სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანთა მიერ მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან. ადამიანი, ვის მიმართაც იქნება სიძულვილის ენა გამოყენებული საჭიროებს ადვოკატირებას. ჩვენი ორგანიზაცია მზად არის გავუწიოთ მათ სამართლებრივი დახმარება,“–განაცხადა ქეთი ბახტაძემ
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ფონდის „ნედის“მხარდაჭერით, რომლის მიზანიც არის სამართლებრივი მხარდაჭერა და ადვოკატირების გაწევა დისკრიმინაციის შედეგად დაზარალებული პირების მიმართ.