ახალი ამბები

გურჯაანში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სოცოცხლე ემსხვერპლა

თვითმხილველების ინფორმაციით, გურჯაანი-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე საზამთროთი დატვირთული მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული 2 ადამიანი კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ და ექიმების ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
როგორც knews.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.