კახეთის სოფლებში ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო
პროექტის პირველ ეტაპზე საქართველოს 473 სოფელს ექნება ინტერნეტი. მათ შორის სიაში კახეთის 20 სოფელი მოხვდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 2 სოფელი – დიდი ჩაილური და წყაროსთავი. გურჯაანში 3 – ჭალაუბანი, ძირკოკი და მუკუზანი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2 სოფელი – სვობოდნოე და გურგენიანი, დედოფლისწყაროში 4 – დედოფლისწყარო, გამარჯვება, ჯაფარიძე და წითელი წყარო. ყვარლის მუნიციპალიტეტში 3 – ენისელი, გრემი და სოფელი შილდა. სიღნაღში 4 – ზემო ბოდბე, ქვემო მაღარო, სინაღი, წნორი, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტში 2 – ახმეტა და ზემო ხოდაშენი.
ინტერნეტით სარგებლობა მოსახლეობას მიმდინარე წელს შეეძლება. პროექტის მიხედვით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება 2 მილიონამდე მოსახლისთვის, ასევე, სკოლებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის, მუნიციპალიტეტებისა და საავადმყოფოებისათვის.
,,პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვა, ასევე კვალიფიციური კადრების მომზადება, დამწყები მაღალტექნოლოგიური კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ტრენერების გადამზადება. პროექტს ფონდი “ქართუ” აფინანსებს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
პროექტის მიხედვით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება 2 მილიონამდე მოსახლისთვის. ასევე სკოლებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის მუნიციპალიტეტებისა და საავადმყოფოებისათვის.