ახალი ამბები

არხილოსკალოში საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა გახსნა

ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
თეა წულუკიანის განცხადებით, ეს არის რიგით 35-ე ცენტრი, რომლითაც ისარგებლებენ ადგილობრივები და მათ აღარ მოუწევთ სახელმწიფო სერვისების მისაღებად სოფლიდან დიდ მანძილზე დაშორებულ მუნიციპალურ ცენტრში გადაადგილება. მისივე თქმით, მოსახლეობა შეძლებს, სოფლიდან გაუსვლელად მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება.
,,ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის უმთავრესი მიზანი სოფლის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტაციაა. ეს მნიშვნელოვანი ობიექტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, აქ განთავსებულია შეხვედრების ოთახიც, რომლით სარგებლობაც შეუძლია არამხოლოდ სოფლის მაცხოვრებლებს, არამედ სახელმწიფო, კერძო ორგანიზაციისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც. გარდა ამისა, სოფლის მაცხოვრებლებს შეეძლებათ, ისარგებლონ შენობაში განთავსებული ,, ლიბერთი ბანკისა’’ და ,,მაგთიკომის’’ მომსახურებით. აქ იმუშავებს ბიბლიოთეკა, მოქალაქეებს შეეძლებათ უფასო ინტერნეტის მეშვეობით ნებისმიერი ინფორმაციის სწრაფად და ხარისხიანად მიღება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.