ახალი ამბები

ხათუნა ლაგაზიძე- ადგილობრივ თვითმმართველობას მივცემთ ფინანსურ დამოუკიდებლობას

მისი თქმით, პარტია თვითმმართველი ქალაქებისთვის და, მათ შორის, თელავისთვისაც შეიმუშავებს განვითარების ცალკეულ გეგმას, რომლის პრეზენტაციაც სექტემბერში გაიმართება. 
,,არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობას მივცემთ ფინანსურ და საგადასახადო დამოუკიდებლობას. ის ფული, რასაც მოსახლეობა გადასახადებში იხდის, წავა დიდწილად ადგილობრივ ბიუჯეტებში და მათ ექნებათ საშუალება, თავად გადაწყვიტონ რა გაარემონტონ, ააშენონ და რა პრობლემის მოგვარებას შეუწყონ ხელი. გარდა ამისა, საშემოსავლო გადასახადის დიდი პროცენტი დარჩება ადგილობრივ ბიუჯეტში. ჩვენ, ასევე, გავმიჯნავთ მუნიციპალურ და ცენტრალურ ქონებას. ქონების, რომელიც გადავა სახელმწიფოს საკუთრებაში, მაგრამ იქნება თელავის ტერიტორიაზე, გასხვისებიდან ნაწილი თანხა შევა თელავის ბიუჯეტში. ფინანსური თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე შეუძლებელია დამოუკიდებელი მერი, გამგებელი და საკრებულო’’, – განუცხადა Knews.ge-ს ხათუნა ლაგაზიძემ.