ახალი ამბები

სოფელ ლაფანყურის გზის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ 893 795 ლარი დაიხარჯება

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,სერპანიტინი” ახორციელებს. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, დავით ნაპირელის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო, თანადამფინანსებელი კი მსოფლიო ბანკია. 
“პროექტის ღირებულება 2 893 795 ლარს შეადგენს. წლების განმავლობაში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი არ განხორციელებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 კილომეტრიან სიგრძის გზას უტარდება და საბოლოოდ გადაიჭრება პრობლემა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში აწუხებდა ლაფანყურის მოსახლეობას. აღსანიშნავია ისიც,რომ ამ გზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას”,– განაცხადა დავით ნაპირელმა.