ახალი ამბები

ახმეტელმა ძიუდოისტმა ევროპის თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ნაკრების ერთადერთმა წარმომადგენელმა ტურნირზე თავის წონით კატეგორიაზე ერთი წონით მაღლა – 100 კილოგრამში იჭიდავა.
გოგოჭური პოლონელი პატრიკ ბრონეკის, იტალიელი მატია რივასა და უკრაინელი სემენ რაკიტას იპონებით ძლევის შემდეგ, ფინალში გერმანელ დინო პფაიფერს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ ტატამზე მცირე ტრავმის გამო აღარ გავიდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ზვიად გოგოჭური საქართველოს ეროვნული ნაკრების გარდა პარაოლიმპიური ნაკრების წევრიცაა და სექტემბერში, რიო დე ჟანეიროში გასამართ პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის ისტორიული ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ზვიად გოგოჭურმა უსინათლოთა მსოფლიო თამაშებსა და მხედველობადაქვეითებულთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა.