ახალი ამბები

წნორი-სიღნაღის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება შეიზღუდა

როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და სიღნაღიდან წნორის მიმართულებით 6 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
,,ასფალტის საფარის დაგება თითქმის დასრულებულია და მხოლოდ მცირე მონაკვეთია დარჩენილი. პროექტი ქვაფენილის განახლებას, მიმღები ჭების გაკეთებას, ღია სანიაღვრეების მოწყობას და გზის მოასფალტებას ითვალისწინებს”, – განუცხადეს knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპლაიტეტის გამგეობაში. 
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.