დაიწყება თუ არა გურჯაანის პოლიციის უფროსზე სამართლებრივი დევნა
როგორც აღნიშნულ საკითხზე knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კრაწაშვილი დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
,,შსს-ს გენინსპექციაში, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება. გიორგი კრაწაშვილმა საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვა თანამდებობა იმ მიზეზის გამო, რომ მიმდინარე პროცესს ხელი არ შეეშალოს. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მის მიმართ სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა,’’– განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
გიორგი კრაწაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. მიზეზს კი, რატომ გახდა საჭირო შსს-ს გენინსპექციაში შემოწმების ჩატარება, უწყებაში არ აკონკრეტებენ.