სირიაში 23 წლის პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თანასოფლელის, “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის პირად დაცვაში მუშაობდა.
ბექა ტოხოსაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას, სოფლის მცხოვრებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ.
ადგილობრივების თქმით, ტოხოსაშვილი 2 წელია სირიაში იმყოფებოდა.
ბექა ტოხოსაშვილი მე-18 პანკისელია, რომელიც სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.