ველისციხის სამაცივრე მეურნეობა კურკოვან ხილს იბარებს
როგორც საწარმოს დირექტორმა და დამფუძნებლმა მარინა აკოლაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა ადგილობრივი ფერმერებისაგან ხილს ყოველდღიურად იბარებს.
,,საწარმოოს გახსნიდან 10 დღის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობამ 27 ადგილობრივი ფერმერისგან უკვე ჩაიბარა, დაახარისხა და დაასაწყობა 30 ტონა ვაშლატამა. შესაბამისად, ჩვენ შევქმენით სამუშაო ადგილებიც”, – განუცხადა knews.ge-ს მარინა აკოლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა სოფელ ველისციხეში USAID/REAP-ის მხარდაჭერით გაიხსნა.
ფოტო: REAP GEORGIA