ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი – კახეთის გუბერნატორობის შეთავაზება არ მიმიღია

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქადაგიშვილის კანდიდატურა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე განიხილება. ის აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
,,პრემიერ მინისტრისაგან არ მიმიღია მსგავსი შეთავაზება. რამდენიმე დღის წინ მქონდა მასთან კონსულტაციები, თუმცა ამ თემაზე არა. სად გავააგრძელებ საქმიანობას, საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეგახსნებთ, რომ ირაკლი ქადაგიშვილმა პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ რამდენიემ დღის წინ დატოვა, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.