ახალი ამბები

თელავში ავერსის კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს

როგორც knews.ge-ს ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, კლინიკის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება. 
,,კლინიკაში 50 ადამიანი დასაქმდება. ამ ეტაპისთვის კი მშენებლობაზე დასაქმებულია 25 ადამიანი. კლინიკა იქნება ევროპული დონის და აღიჭურვება უახლესი აპარატურით. გარდა ამისა, კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ფარგლებში სამომავლოდ იგეგმება სასტუმროს მშენებლობაც, სადაც იცხოვრებენ მოწვეული სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რომლებიც მოემსახურებიან ხალხს. ეს ჯანდაცვის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია”, – განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
ხვალ, 8 ივლისს, 12 სთ-ზე, რეფერალური საავადმყოფოს გვერდით, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და ავერსის კლინიკის პრეზიდენტი პაატა კურტანიძე კლინიკის მშენებლობას დაათვალიერებენ და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან.