ახალი ამბები

ფერმერი ქალი ყვარელში ეგზოტიკური ფრინველების მოშენებას იწყებს

მას სამასკვერცხიანი ინკუბატორი მოწყობილი აქვს ყვარელში, საკუთარ კარ–მიდამოში, სადაც 2 წელია წიწილები უკვე ათჯერ გამოიჩეკნენ. ფერმერის განცხადებით, წიწილების რეალიზების პრობლემა არ აქვს. მისივე თქმით, მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ დიდია და მოზრდილი ვარიები ძირითადად რესტორნების მეპატრონეებს მიჰყავთ. 
მალე ინკუბატორში ეგზოტიკური ფრინველების კვერცხებიც გამოიჩეკება. ფერმაში ამ დროისთვის უკვე ორასამდე ვარია იზრდება. თამთა ვარაუდობს, რომ ეს ხარჯებსაც შეამცირებს და მოსავლიანობაც გაიზრდება. ფერმერული საქმიანობის გარდა, ის განთლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. 
,,სანამ ინკუბატორის მოწყობას დავიწყებდი, ჯერ ადგილობრივების საჭიროებიები წინასწარ შევისწავლე და აღმოჩნდა, რომ მაშინ რეგიონში ინკუბატორი არავის ჰქონდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო ეს საქმე. გვყავს უკვე ჩვენი საკუთარი ქათმები და კვერცხიც გვაქვს, წელს ასევე წიწილების საკვებად გამოსაყენებელი ყვითელი სიმინდის მოსავალსაც ველოდებით. რამდენიმე თვეში ინკუბატორი უფრო მეტი დატვირთვით ამუშავდება. წიწილები ყოველ 30 დღეში ერთხელ გამოიჩეკებიან. ფერმაში უკვე მზადაა ეგზოტიკური ფრინველებისთვის საჭირო ტერიტორია და ვოლიერები კურდღლებისთვის,”– განუცხადა bpn-ს თამთა მამულაიძემ.
ფერმერი თავისუფალ დროს ხატვით არის დაკავებული. დამღლელი სამუშაო კვირის ბოლოს კი კახეთში მეუღლესთან ერთად მიდის.